ადგილობრივი წარმოება

ადგილობრივი წარმოება მოიცავს სხვადასხვა დასახელების პროდუქტს რომლის დამზადება შესაძლებელია ადგილობრივ ბაზარზე. ესენია - ბილბორდები, ლაითბოქსები, მანათობელი აბრები, სხვადასხვა სახის ტექსტილისაგან შეკერილი ნაწარმი: კეპები, მაისურები, წინსაფრები; სხვადასხვა პროდუქტზე შესრულებული ბეჭდვა თერმოგადატანით თუ შოლკოგრაფიით,  რომლებზეც თავისუფლად ხდება ლოგოს გადატანა რაც თავისთავად უსვავს ბრენდის თვითმყოფადობას ხაზს.

გარე რეკლამა

გარე რეკლამა ეფექტური სარეკლამო საშუალებაა ამა თუ იმ ბრენდის რეკლამირებისათვის. მანათობელი აბრები, ლაითბოქსები, ბანერები, მოცულობითი ასოები, შტენდერები, სარეკლამო და საგამოფენო სტენდები, შტენდერები - ეს ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა რომლებიც თქვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლებისათვის იქმნება.

ტექსტილი

ქსოვილზე ბეჭდვა ერთ-ერთი მოთხოვნადი და ფართოდ გამოყენებადი სარეკლამო საშუალებაა. ქსოვილი მოიცავს სხვადასხვა სახის ტექსტილის ნაწარმს - მაისურებს, პერანგებს, ჟილეტებს, კეპებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს, ჩანთებს, ქოლგებს და ა.შ რომლებზეც თავისუფლად შესაძლებელია კომპანიის ლოგოს გადატანა ან თუნდაც ინფორმაციის განთავსება.  

პოლიგრაფია

2011 წლის აგვისტოდან პროესკო გახდა პოლიგრაფიული საწარმოს, შპს სპიდ მასტერის 50%-იანი წილის მფლობელი. მის საკუთრებაში არის ციფრული ბეჭდვის დანადგარი, რომელსაც გააჩნია მრავალი უპირატესობა: აღნიშნული  დანადგარის მაქსიმალური ბეჭდვის ფორმატი არის A3, მუშაობის რეჟიმი გამოირჩევა მაქსიმალურიად ოპერატიულობით, მისი საშუალებით მიიღებთ სასურველი რაოდენობის მაღალი ხარისხის პროდუქციას. სხვადასახვა ფერის ასლები, ბუკლეტები და ბროშურები, ეტიკეტები, პოსტერები და ბლანკები, ეს მცირე ჩამონათვალია  იმ მრავალრიცხოვანი პოლიგრაფიული პროდუქტისა, რომლის მიღება შეიძლება ციფრული ბეჭდვის დანადგარის საშუალებით.

Pros.Co © All right reserved 2012